თეგი: ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართავას ითხოვს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ნარენდრა მოდი მოუწოდებს კიევსა და მოსკოვს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთონ. მოდი, რომელიც ამჟამად კოპენჰაგენში, თავის დანიელ კოლეგასთან შესახვედრად იმყოფება, ამბობს, რომ ინდოეთს სურს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში. BBC წერს, რომ ინდოეთ კონფლიქტთან დაკავშირებით, ნეიტრალური პოზიციის გამო აკრიტიკებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა. სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს. მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს. საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე. ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.  

აშშ და ინდოეთი „დრონების გარიგებას“ გააფორმებენ

შეერთებული შტატები და ინდოეთი გამანადგურებლების ძრავებსა და დრონებთან დაკავშირებით, მთავარ შეთანხმებებს ხელს მოაწერენ. AFP-ის თანხმად, დოკუმენტი პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის ვიზიტის დროს, ხუთშაბათს გაფორმდება.  ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთი ასევე შეიძენს MQ-9B SeaGuardians-ის დაუზუსტებელ რაოდენობას, მაღალი სიზუსტის შეიარაღებულ დრონებს. ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ 14 ივნისს განუცხადა. სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს. მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს. საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე. ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.  

ნარენდრა მოდი: ინდოეთსა და საქართველოს ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ბოლო დროს, ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა განაგრძობს გაძლიერებას თქვენი ლიდერობის პერიოდში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ,“ - აღნიშნულია ინდოეთის პრემიერის მისალოც წერილში. ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას უსურვებს.„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მხრიდან უდიდესი პატივისცემის გარანტიები,“ - წერს ინდოეთის პრემიერი.